ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ირ­ლან­დი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ თბი­ლი­სის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის მოთხ­რო­ბი­ლი ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წა­მე­ბა... წიგ­ნის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი 1626 წელ­საა და­წე­რი­ლი, ნა­წი­ლი - 1633 წელს... "ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად თქვენ გი­ამ­ბობთ", - გვითხ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ და ახალ აღ­მო­ჩე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რა:

- მა­რი­ნა ცინ­ცი­ბა­ძე პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას კარ­გად იც­ნობს. მან დე­დოფ­ლის შე­სა­ხებ წიგ­ნი და­წე­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია: "1633 წელს ინ­გ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და წიგ­ნი ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე. იგი არის ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­ზე შექ­მ­ნილ ნა­წარ­მო­ებ­თა გა­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში". წიგ­ნის სა­თა­უ­რია: "ქარ­თ­ველ­თა მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის დე­დის ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის მარ­ტ­ვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­რი­ლი, და იეზუ­იტ­თა ცნო­ბი­ლი წარ­მოდ­გე­ნა დე­დოფ­ლის წა­მე­ბა­ზე. გაგ­ზავ­ნი­ლი ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქის წარ­მო­მად­გენ­ლის მღვდელ გრე­გო­რის მი­ერ მის უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს­თან პატ­რი­არქ სოპ­რო­ნი­უს­თან. თავ­და­პირ­ვე­ლად და­წე­რი­ლი ბერ­ძ­ნულ ენა­ზე, ხო­ლო შემ­დ­გომ გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე". დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის დახ­მა­რე­ბით, ეს წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­და­ი­თარ­გ­მ­ნე­ბა.

- წიგ­ნი­დან რა­ი­მეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს ვი­გებთ, ვიდ­რე დღემ­დე ვი­ცო­დით?

- ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­მა გა­მოს­ცა წიგ­ნი - "შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის დი­დოს­ტა­ტე­ბი", რო­მელ­შიც შე­ვი­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი. ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რადღე­ბოა ის, რომ რე­ლიკ­ვა­რი­უმს აწე­რია – "წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ნა­წი­ლი, ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი"... ეს წმინ­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი თა­ვის დრო­ზე ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა გა­მო­იკ­ვ­ლია და წერ­და: "ეს სა­ნა­წი­ლე, პა­ტა­რა ხა­ტი შე­უ­ძე­ნია ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმს. სა­ნა­წი­ლეს წი­ნა პი­რი წარ­მო­ად­გენს ლა­მაზ მე­და­ლი­ონს, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ბი­ზან­ტი­უ­რი მი­ნან­ქ­რით წმინ­და გი­ორ­გი. უკა­ნა პირ­ზე მხედ­რუ­ლი ასო­ე­ბით აწე­რია წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ნა­წი­ლი"... წმინ­და რე­ლიკ­ვა­რი­უ­მი შემ­დეგ შე­ის­წავ­ლა გრი­გოლ ფე­რა­ძემ. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა მი­ნან­ქ­რი­ა­ნი სა­ნა­წი­ლე, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის – დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის სუ­რა­თია მო­თავ­სე­ბუ­ლი. "ეს ნივ­თი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­მი­ნან­ქ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის უმ­თავ­რე­სად იმით არის ძვირ­ფა­სი, რომ ჩვე­ნი წა­მე­ბუ­ლი დე­დო­ფა­ლი ქე­თე­ვა­ნი მას მო­უ­შო­რებ­ლად ატა­რებ­და. იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ნივ­თი ოდეს­მე რა­ი­მე ფორ­მით სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა"...

ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი ნივ­თი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის მე­ექ­ვ­სე სარ­თულ­ზეა გა­მო­ფე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეს ნივ­თი ნა­ხა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ავ­ჭა­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვარ­მა - გი­ორ­გი რაზ­მა­ძემ: მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სიძ­ვე­ლე­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, კრის ვუდ­მა ნივ­თი სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის ამო­ი­ღო ვიტ­რი­ნი­დან და მი­ა­წო­და მა­მა გი­ორ­გის, კარ­გად რომ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნივ­თი ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და გრი­გოლ ფე­რა­ძემ შე­ის­წავ­ლეს, მათ აღ­წე­რი­ლო­ბებ­ში უზუს­ტო­ბე­ბი მა­ინც გა­ი­პა­რა. ბევრ სი­ახ­ლეს ახ­ლა ვი­გებთ: ნივ­თ­ზე დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლი კი არ არის და­ხა­ტუ­ლი, არა­მედ - წმინ­და დე­მეტ­რე. მი­სი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი იდო ნივ­თ­ში, რო­მელ­საც ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლი მუ­დამ გუ­ლით ატა­რებ­და, ანუ - პა­ტივს მი­ა­გებ­და წმინ­და დე­მეტ­რეს. ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში წე­რია: "სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ სა­კი­დი თავ­და­პირ­ვე­ლად დამ­ზად­და წმ. დე­მეტ­რეს ნა­წი­ლე­ბის აღ­სა­ბეჭ­დად. და­კარ­გუ­ლი გა­რე­კა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ გად­მოს­ცემ­და მე­ო­მა­რი წმინ­და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, ხო­ლო ნა­მუ­შე­ვა­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო ცლო­ი­სონ­ნე (კლუ­ა­სო­ნე) ტექ­ნი­კით. რე­ლიკ­ვა­რი­უ­მის თავ­სა­ფარ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­გუ­რის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­ნა­წი­ლე. მი­სი სა­ხე­ლი ხმალ­ზე ბერ­ძ­ნუ­ლად არის და­წე­რი­ლი..."

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია