ხის ნივთები და ქართული ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდებმა შექმნეს

ხის ნივთები და ქართული ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდებმა შექმნეს

"ვფიქრობ, ეს პატარა ისტორია მხოლოდ იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ იცოდეთ, შეუძლებელი არაფერია! როდესაც მე და ქეთის, ჩემს მეგობარს, ხის ნაკეთობებზე მუშაობის იდეა გაგვიჩნდა, არც საწყისი თანხა გვქონდა და არც ამ საქმისთვის საკმარისი თავისუფალი დრო. ფაქტობრივად, ყველაფერი იდეით დაიწყო! " - ამბობს კომპანია "პამაქელას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორი მარიამ შენგელია. "პამაქელა", "პოპულუსი", "ბეგელსი", "Bros Eyewear", "L Wood" - ეს იმ ქართული კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ხის გამოყენებით, სხვადასხვა უნიკალურ პროდუქტს ამზადებენ.

"პამაქელა" მცირე ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ახალგაზრდა წყვილებისგან შემდგარი ორი ოჯახი მართავს. კომპანია 2014 წლის 15 აპრილს შეიქმნა. საწყისი კაპიტალი პირადი სახსრებით თავმოყრილი 300 ლარი იყო. სამომავლოდ, "პამაქელა" გაფართოებას და თანამშრომლების დამატებასაც გეგმავს. კომპანიაში ხის ნაძვის ხეები, ჩარჩოები, სახაზავები და საათები მზადდება. ზაფხულისთვის "პამაქელა" ხისგან დამზადებული სამკაულების გამოშვებასაც აპირებს.

ხის ნაძვის ხეები კომპანიამ მომხმარებელს, პირველად, საახალწლოდ შესთავაზა, ხის სახაზავების წარმოების ინსპირაცია კი 80-90-იან წლების სახაზავები და მათი ნოსტალგია გახდა. მათი სახაზავის მთავარი დატვირთვა ბავშვის ზრდის აღრიცხვაა.

ხის საათებს კომპანია წიფლის, კაკლის, ბზისა და სხვა ხეებისგან ამზადებს. მასალას საქართველოს რეგიონებში ნარჩენების სახით იძენენ: "ყველა საათი ინდივიდუალური და ორიგინალურია. ამჟამად გვაქვს სხვადასხვა ხისგან დამზადებული საათები, ძალიან მალე კი ჩვენს მომხმარებელს მოხატულ საათებს შევთავაზებთ. საათების ფასები 40 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს. გააჩნია მოცულობას, სიდიდეს, ხეს, ნამუშევარს...მექნიზმის შერჩევაზე ბევრი ვიმუშავეთ. მექანიზმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიძენთ. რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მექანიზმების იმპორტს ვახორციელებთ. ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული", - ამბობს ლაშა ჩახავა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია