"იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება" - უჩა ნანუაშვილი

"იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება" - უჩა ნანუაშვილი

მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებას სახალხო დამცველის ანგარიშში ვრც­ელი ადგილი დაეთმო. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ ვერ ხერხდება სისტემური პრობლემის აღმოფხვრა?! ამ თემებზე "კვირის პალიტრას" სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესაუბრა:

"როდესაც მოს­ამართლეთა დაწინაურებას ან დანიშვნას აპირებენ, აუცილებელია პროცესი გამჭ­ვ­­ირვალე და სამართლიანი იყოს. ჩვენმა­ ოფისმა მოსამართლეების გადაცდომებისა და უხეში პროცედურული დარღვევების გამო არაერთი წერილით მიმართა იუსტი­ციის უმაღლეს საბჭოს, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. ამ ათეულობით მოსამა­რთლიდან ერთიც კი არ დასჯილა, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია! იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არც ერთი ჩვენი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არ განუხილავთ, რაც ნამდვილად საგანგაშოა" - ამბობს ომბუდსმენი ინტერვიუში.

- ვისი პასუხ­ისმგებლობის საკითხი იკვეთება?

- პირველ რიგში, უმაღლესი იუსტი­ციის­ საბჭოსა და მისი შემადგენლობის. ვგულისხმობ მათ, ვინც უღირსი მოსამა­რ­თ­ლეების დაწინაურებას და დანიშვნას ხმა მისცა. ახლა ერთ-ერთი გამოსავალია, დაჩქარდეს საკანონმდებლო პაკეტის მიღება,­ რომელიც ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის ელექტრონული წესით საქმეების განაწილებას. სასამართლოს თავმჯდომარეს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, ამა თუ იმ სასამართლო პროცესზე რომელი მოსამართლე გამოვა და ა.შ.

- ფაქტობრივად, ამბობთ, რომ მოსამარ­თლეების დანიშვნა-დაწინაურება ობიექტურად და გამჭვირვალედ არ წარმართულა. არადა, იუსტიციის მინისტრმა თავის დროზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა დააანონსა, მისი კრიტიკა სწორედ დაბალი კვალიფიკაციის მოსამართლეებს შეეხებოდა.

- იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. ზოგ­ი­ ჯგუფი მთავრობასა­ და ხელისუფლებაში უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს­ მხარს უჭერს! ნაცვლად იმისა, სისტემა გაჯა­ნსაღდეს და ბევრი ახალი კადრი შევიდეს სასამართლოებში, იმავე ჭაობში ვბრუნდებით! ფაქტია, თანამდებობაზე დაინიშნა პირი, ვისთანაც არაერთი კითხვა არსებობდა. ამით პრობლემა გაღრმავდა, რაც ნაყოფს უთუოდ გამოიღებს. ამიტომ არის საჭირო­ რეფორმა მმართველ უმაღლეს საბჭოში, თუნდაც ის, რომ რომელიმე მოსამართლის­ (გადაცდომის გამო) პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ცხადია, რაც ხდება, ამაზე კონტროლი თეა წულუკიანსა და მის უწყებას­ ევალება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სისტემურ­ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში მოსამართლეები გადაცდომებისთვის არ დაუსჯია. სისტემის ნაკლოვანებასა და წინსვლაზე მისი ხელმძღვანელია პასუხისმგებელი. თეა წულუკიანს შეეძლო კანონპროექტების მომზადებით ცვლილებების შეტანა ამ სისტემაში. კანონპროექტის განხილვის დაჩქარება წულუკიანს უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."