24 წლის ქართველ ჩემპიონს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პატიმრობა ემუქრება

24 წლის ქართველ ჩემპიონს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონს, მკლავჭიდელ გოგიტა ხიმშიაშვილს არასრულწლოვანზე ქორწინების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის 24 წლის მკვიდრის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის 23 აგვისტოს, ბათუმის იუსტიციის სახლში გოგიტა ხიმშიაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ აბდულიშმა, რომელსაც 16 წელი მიმდინარე წლის ზაფხულში უსრულდება, პირველი შვილი დაარეგისტრირეს.

იხილეთ ვიდეო| ვინ არის 24 წლის ჩემპიონი, რომელსაც არასრულწლოვანთან ქორწინების გამო პატიმრობა ემუქრება

როგორც AMBEBI.GE-ს გოგიტა ხიმშიაშვილმა განუცხადა, ის ამჟამად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვს. "დაბარებული ვიყავი შუახევის პროკურატურაში, სადაც მითხრეს, რომ ჩემი საქმე განიხილება და პირობით სასჯელს შემიფარდებენ ან [საპროცესო] გარიგება მოხდება. ე.ი. ფული უნდა გადავიხადო, რასაც ვერ შევძლებ, პირიქით, სპონსორს ვეძებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე წავიდე", - განაცხადა გოგიტა ხიმშიაშვილმა.

ხიმშიაშვილის განცხადებით, 2 წლის წინ, როცა დაოჯახდა, კანონისა და შეზღუდვების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

დღეს გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა, ის 20 წლის გახდებოდა - "გილოცავ იმიერ საქართველოში ... "

"დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი" - დაპირისპირება ზუგდიდში, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის

მახინჯაურში 75 კატა დაიხსნეს, რომლებიც 10 კვ/მეტრ ფართობში იყვნენ გამომწყვდეული