რა კომენტარს აკეთებს შსს თბილისში დაფიქსირებულ რუსულნომრიან ავტომანქანებზე

რა კომენტარს აკეთებს შსს თბილისში დაფიქსირებულ რუსულნომრიან ავტომანქანებზე

რამდენიმე საათის წინ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სამხედრო მანქანა გადაიღო, რომელთაც რუსული სატრანზიტო ნომრები ჰქონდათ. ავტომობილები საპატრულო პოლიციის ორ ეკიპაჟს ჰყავდა გაჩერებული და მძღოლებს საბუთებს უმოწმებდა. ფოტოებზე, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, კარგად ჩანს ავტომობილების ნომრები, რომელიც რუსული სახელმწიფო სანომრე ნიშნებია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განგვიცხადეს, აღნიშნულ ავტომანქანებზე ინფორმაციას ფლობენ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილ ტექნიკას. ავტომანქანები მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნით.

ასევე წაიკითხეთ: თბილისში რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები დააფიქსირეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ