რუსთავში კამათის დროს მამაკაცმა მეუღლე აუზში ჩააგდო

რუსთავში კამათის დროს მამაკაცმა მეუღლე აუზში ჩააგდო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც რუსთავში მომხდარი ინციდენტია ასახული. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცმა კამათის დროს მეუღლე აუზში ჩააგდო. მომხდარის დროს მშობლებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

მას შემდეგ რაც ქალბატონი აუზში ჩავარდა, მამაკაცმა და ბავშვმა ტერიტორია დატოვეს.

კადრები სასტუმრო "რუსთავის" ვიდეოკამერებმა დააფისქირეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს "ინფო რუსთავი".

"ქალბატონი ბასეინიდან მალევე ამოიყვანეს, ადგილზე რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინოს დახმარების ეკიპაჟები მივიდნენ. დაახლოებით 25 წლამდე მამაკაცი დააკავეს და მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე გადაიყვანეს", - წერია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოკადრები

როგორც ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი ხუმრობა იყო.

"ქალბატონმა პოლიციას განუცხადა, რომ ის მეუღლემ აუზში ხუმრობით ჩააგდო, რადგან გაგრილება უნდოდა", - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია