დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სიღნაღის საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სიღნაღის საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი და იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გატარებული საგამოძებო და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი მათეშვილი, ამავე საკრებულოს წევრი იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სანსახურის მიერ ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 15 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ