გზა დიპლომატიიდან ფერმერობამდე - "გვირჩევნია, რისკზე წავიდეთ და ბროწეულის ნიშა გვქონდეს დაკავებული"

გზა დიპლომატიიდან ფერმერობამდე - "გვირჩევნია, რისკზე წავიდეთ და ბროწეულის ნიშა გვქონდეს დაკავებული"

კვლევები ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ მსოფლიოში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, ამ კულტურაზე მოთხოვნაც მკვეთრად იზრდება.

საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბროწეულის მოსაყვანად ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ჩვენში ეს კულტურა სხვა ქვეყნებზე უფრო ადრე მწიფდება, ამდენად, არსებობს საშუალება, რომ საქართველომ ბროწეული საექსპორტოდ სეზონში პირველმა გაიტანოს.

ამ და სხვა უპირატესობის გათვალისწინებით, სულხან თურმანიძემ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სწორედ ბროწეულის პლანტაცია გააშენა. რა გზა გაიარა ოფისიდან სოფლის მეურნეობამდე, რა სირთულეებს გადააწყდა და რა მოლოდინი აქვს ახალგაზრდა ფერმერს 12 ჰექტარზე გაშენებული ბროწეულის ბაღისგან, მისი ნაამბობიდან შეიტყობთ.

- ბატონო სულხან, აგვიხსენით, რა ფაქტორებმა გიბიძგათ კონკრეტულად ამ კულტურის ბაღების გაშენებისკენ?

- პირველ რიგში, იმ ნაკვეთის აგროკლიმატურმა პირობებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მოგეხსენებათ, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მშრალი რეგიონია, ბროწეული კი ყველაზე კარგად აქ ხარობს. არადა, პლანტაციის სახით არავის აქვს, მხოლოდ რამდენიმე ძირი აქვთ დარგული ეზოებში. პლანტაციის სახით ბროწეული არათუ ამ, არამედ სხვა რეგიონებშიც არ გვხვდება. ბოლო დროს კახეთში დაიწყეს გაშენება.

- საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ: მიწის დამუშავებას გაურბიან და ცდილობენ, თავი ოფისებს შეაფარონ, თქვენს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა...

- ალბათ ეს უფრო ცნობისმოყვარეობით აიხსნება. მეოთხე წელია, ამ სფეროში გადმოვინაცვლე და ჯერჯერობით არ მომბეზრებია, პირიქით - აზარტი უფრო და უფრო ძლიერდება. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. ექვსი წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე, დიპლომატი ვიყავი. ვმუშაობდი საელჩოშიც, იმავე სპეციალობით. გარდა ამისა, ტელევიზიაში პრომოუშენისა და ანონსირების განყოფილების დირექტორი ვიყავი, სამი წლის მანძილზე კი საკუთარ სარეკლამო კომპანიას ვხელმძღვანელობდი. ცნობილი ბრენდების 200-მდე სატელევიზიო რეკლამა გვაქვს დამზადებული. 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, ეს საქმიანობაც შევწყვიტე. მერე განვიზრახე, ჩემს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთით მესარგებლა. აზრი მეგობრებს გავუზიარე. მათ დანაზოგი აღმოაჩნდათ და ასე, ერთობლივი ძალებით, გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ. თითქმის ორი წელი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია