ვინ რამდენი თანხა გადაურიცხა პოლიტიკურ პარტიებს - შემოწირულობათა მორიტორინგის შედეგები

ვინ რამდენი თანხა გადაურიცხა პოლიტიკურ პარტიებს - შემოწირულობათა მორიტორინგის შედეგები

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულება პლატფორმა ახალ პოლიტიკურ ცენტრზე ("გირჩი") მოდის. "გირჩს" 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ჯამურად 168 058 ლარი აქვს მიღებული.

შემომწირველები კერძო პირები არიან, რომელთა შორისაც თავად პარტიის წევრები გოგა ხაჩიძე და მამუკა კუდავა ირიცხებიან. უფრო კონკრეტულად, ხაჩიძემ და კუდავამ "გირჩის" ანგარიშზე 3 000-3 000 ლარი გადარიცხეს.

პარტიის შემომწირველებს შორისაა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც, რომელმაც "გირჩს" ასევე 3 000 ლარი შესწირა. პარტიას ყველაზე მეტი თანხა - 60 000 ლარი მილერი გვენეტაძემ გადაურიცხა, რითაც ის ამ ეტაპზე "გირჩის" ყველაზე მსხვილი შემომწირველია.

მეორე ადგილზე 143 283 ლარით "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია", მესამეზე კი 45 070 ლარით "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის".

30 097 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 20 560 ლარი კი "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს".

შემოწირულების კუთხით სხვა პარტიათა მაჩვენებელი ასე გამოიყურება: "დევნილთა პარტია" - 8 010 ლარი, "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - 5 972 ლარი, "თავისუფალი დემოკრატები" - 4 000 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" - 1 500 ლარი, "თავისუფალი საქართველო" - 710 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" - 550 ლარი, "კონსერვატიული პარტია" - 360 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 300 ლარი და "განახლებული საქართველოსთვის" - 5 ლარი.

"რესპუბლიკური პარტიის" მიერ 2016 წლის 3 თვეში მიღებული შემოწირულება მხოლოდ საწევრო გადასახადს შეადგენს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში შემოწირულების სახით სულ 5 972 ლარი მიიღო. თანხა მთლიანად საწევრო შენატანს შეადგენს.

პარტიის წევრების გარდა, სხვა - კერძო ან იურიდიულ პირებს "რესპუბლიკური პარტიის" ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავთ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."