ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა

ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა

ლონდონის სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დავით კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა დაუდასტურა.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, დავით კეზერაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნის მოტივები გახდა.

"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პროკურატურას კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა ბრიტანეთიდან. საექსტრადაციო პროცედურები ბრიტანეთში დასრულებულია. მოსამართლის მხრიდან დასაბუთება იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის საფუძვლები, რომ ეს არის, მის მიმართ ცალსახად პოლიტიკური დევნა საქართველოში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შოთა მინდელმა.

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესს თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც ესწრებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ