ქრისტინა ორბაკაიტე ალა პუგაჩოვასთან უთანხმოებაზე ალაპარაკდა, რატომ არ ცხოვრობს მომღერალი ქმართან

ქრისტინა ორბაკაიტე ალა პუგაჩოვასთან უთანხმოებაზე ალაპარაკდა, რატომ არ ცხოვრობს მომღერალი ქმართან

პოპულარული რუსი მომღერალი ქრისტინა არბაკაიტე 25 მაისს 45 წლის ხდება. პირად ცხოვრებაზე საუბრისას, მომღერალი გამოტყდა, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალს შორის, ვისაც პუგაჩოვასთან შეწინააღმდეგება შეუძლია.

"მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ, იმ მცირე ჩამონათვალიდან, ვისაც შეუძლია არამარტო არ დაეთანხმოს, არამედ შეეკამათოს ალა პუგაჩოვას. მის რჩევებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, მაგრამ ვცდილობ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღო. იყო პრიმადონას ქალიშვილი, ერთდროულად რთულიცაა და ადვილიც. თუმცა ჩემთვის, პირველ რიგში დედაა, რომელიც მიყვარს" - აღნიშნავს არბაკაიტე.

ღატინგ

ქრისტინა არც იმას მალავს, რომ ქმრისგან შორს ცხოვრობს.

მომღერლის ქმარი და ქალიშვილის მამა, ბიზნესმენი მიხაილ ზემცოვი გახლავთ.

მიუხედავად რუსული წარმოშობისა, მიხაილი ამერიკაში ცხოვრობს და აშშ-ს მოქალაქეა.

წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე შემთხვევით გაიცნო. როგორც მიხაილი ამბობს, პირველად ქრისტინა ვერ იცნო, რადგან რუსული შოუ-ბიზნესით დაინტერესებული არასდროს ყოფილა.

შეხვედრა მალევე დაიწყეს, 2005 წელს კი ოფიციალურად იქორწინეს.

ჟურნალ Hello-სთან ინტერვიუში არბაკაიტე ამხელს: "ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. მიშამ ცოლობა ძალიან მალე მთხოვა. მანამდე ჩემთვის ცოლობა არავის უთხოვია.

გაოცებული ვიყავი და დავთანხმდი. ჩვენს ურთიერთობაში ჯერ არავითარი კრიზისი არ ყოფილა და ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება.."

მიხაილი დროის უმეტეს ნაწილს ამერიკაში ატარებს, ქრისტინა კი რუსეთში. მომღერლის თქმით ასე ცხოვრება ადვილი არ არის - "მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ისეთ წყვილს, როგორიც ჩვენ ვართ, ურთიერთობაში საზღვრები არ აქვთ. ტელეფონითა და სკაიპით, ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით. როცა მიშას დრო აქვს, გასტროლებზე ჩემთან ერთად მოდის". განაგრძეთ კითხვა

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს