ძლიერი ხანძარი ბათუმში - ავეჯის საწყობში გაჩენილ ცეცხლს 10 სახანძრო აქრობს

ძლიერი ხანძარი ბათუმში - ავეჯის საწყობში გაჩენილ ცეცხლს 10 სახანძრო აქრობს

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე შპს "სავარძელის" საწყობში ძლიერი ხანძარია. ხანძარი საწარმოს გვერდით არსებულ გაყინული პროდუქტების საწყობზეც გავრცელდა. ცეცხლი აქვს მოდებული ორსართულიან შენობებს, რომელიც საწარმოს თანამშრომლების ინფორმაციით, 3000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

ადგილობრივი მოსახლეობა ცეცხლმოდებული შენობიდან პროდუქტის გამოტანას ცდილობს. როგორც ავეჯის ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, საწარმოში ინახებოდა აალებადი პროდუქტები მათ შორის აცეტონები, გამხსნელი სითხეები და საბურავები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საწარმოს თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ. "ძირითადად, საწყობში ავეჯი იყო, მზა პროდუქცია. მოვედით დილით და უფროსმა რომ გახსნა კარი, დაგვხვდა კვამლი. გამოვიძახეთ სახანძრო და ჯერჯერობით არ ვიცით საიდან გაჩნდა ხანძარი", - აღნიშნა ნაზი დვალიძემ. ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახურის 10-მდე მანქანა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია