პალმის ზეთი - მავნე თუ სასარგებლო? - ის, რაც აქამდე არ იცოდით

პალმის ზეთი - მავნე თუ სასარგებლო? - ის, რაც აქამდე არ იცოდით

ჩვენს ტექნოლოგიურად განვითარებულ საუკუნეში საზოგადოების გათვითცნობიერება მატულობს, ადამიანები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ სხვადასხვა პრობლემის და, პირველ რიგში, ჯანმრთელობისა და მასზე მომქმედი ფაქტორების მიმართ. ამ უკანასკნელთა შორის კვებას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება. ძალიან ბევრს სურს იცოდეს სხვადასხვა პროდუქტის ავკარგიანობა. ცხადია, ისეთი ერთობ „ეგზოტიკური“ ნაწარმი, როგორიცაა პალმის ზეთი, ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. მით უფრო, რომ იგი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება რძის, საკონდიტრო პროდუქტებისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში, ასევე ბუნებრივი კვების - ქალის რძის შემცვლელების - ხელოვნური ნარევების, ე.წ. ადაპტირებული (შემადგენლობით დედის რძესთან მიახლოებული ნარევების) ფორმულების მომზადებაში.

ამ საკითხზე ვთხოვეთ, საკუთარი აზრი გამოეთქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ყარამან ფაღავას:

- ბატონო ყარამან, რას გვეტყვით პალმის ზეთის შესახებ?

- საინტერესოა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში პალმის ზეთს უხსოვარი დროიდან ხმარობდნენ, ძველ ეგვიპტეში 5000 წლის წინათაც. ცხოვრება წინ მიდის და ესეც ალბათ გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა - რაც კარგია და საუკეთესო, მარტო იმ არეალში კი არ გამოიყენება, სადაც იგი იქმნება, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს დებულება პალმის ზეთსაც სავსებით მიესადაგება.

პალმის ზეთი მცენარეული ცხიმია, რომლის გამოხდა ზეთოვანი პალმის ხის (Elaeis guineensis) ნაყოფის რბილობიდან ხორციელდება.

- რით გამოირჩევა პალმის ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით ქიმიური და სამედიცინო თვალსაზრისით?

- ქიმიური და სამედიცინო თვალსაზრისით იგი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. დადგენილია, რომ იგი, ზეთების უმრავლესობისაგან განსხვავებით, შეიცავს როგორც ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს (პირველ რიგში პალმიტინის მჟავას), ასევე უჯერ ცხიმოვან მჟავებსაც. უჯერი და ნაჯერი ცხიმების შეფარდება ორჯერ უფრო მაღალია კარაქთან შედარებით. უჯერი ცხიმების შემადგენლობით კი იგი ძალიან ემსგავსება ზეითუნის ზეთს და, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმზე მსგავსი დადებითი ზემოქმედებით ხასიათდება. ბიოშეღწევადობა მაღალია. ქოლესტეროლის შემცველობა მინიმალურია.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია