ციხისძირის ახალ პარკში ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ხე-მცენარეებს რგავენ

ციხისძირის ახალ პარკში ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ხე-მცენარეებს რგავენ

ციხისძირში, საიდანაც ასწლოვანი ტიტას ხე გადარგეს, ახალი პარკი კეთდება. 150 ხე-მცენარე პარკს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეუძინა. 22 განსხვავებული ჯიშის ნერგის იტალიიდან ტრანსპორტირებისთვის 10 ათასი ევრო დაიხარჯა. უცნობია მცენარეების საფასური.

მცენარეებს შორისაა ტიტასა და ჭაობის კვიპარისის ნერგების ნაირსახეობები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ეგზოტიკური სექვოია.

კომპანია "ზიმომ" ახალ პარკში მცენარეების დარგვა დღეს დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორმა ზურა კიკნაძემ განაცხადა, პარკის მოწყობა ერთ თვეში დასრულდება.

"დღეს ველოდებით კიდევ ერთ ტრაილერს, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით არის დატვირთული. ერთი თვის ფარგლებში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, სკამები განთავსდება და დასასვენებელი ადგილი გაკეთდება", - აღნიშნა ზურა კიკნაძემ.

ახალი პარკი 4 ათასი კვადრატულ მეტრზე გაშენდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია