პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი თსუ-ს რექტორად? - რა კომენტარს აკეთებენ კვერენჩხილაძე და პაპავა

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი თსუ-ს რექტორად? - რა კომენტარს აკეთებენ კვერენჩხილაძე და პაპავა

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე შესაძლოა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დასახელდეს. კვერენჩხილაძე გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სისულელეს უწოდებს. პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმიანობას თსუ-ში განაგრძობს.

"სრული სისულელეა. ფაქტია, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ეს სრული სისულელეა. არც ვიცი საიდან, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. უნივერსიტეტი ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე ყველანაირად გამოვრიცხავ ამას ", - უარყოფს კვერენჩხილაძე გავრცელებულ ინფორმაციას.

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თსუ-ს მოქმედმა რექტორმა. ვლადიმერ პაპავას თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია და მას არ აქვს მსგავსი ინფორმაცია.

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული. საბუთების მიღება 14 აპრილს, 18:00 საათზე იწურება. როგორც პაპავამ აღნიშნა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 1300 კაცზე მეტი, რაც დიდი რიცხვია, მისივე ინფორმაციით, ამ რაოდენობის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ პირველად ხდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე პირველ მაისს დატოვებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია