ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ მთიულეთში, სვანეთში და ყაზბეგში გამოვიდეს 2 ახალგაზრდა მამაკაცი და ერთმანეთი ლოშნოს?! - გოგი თოფაძე

ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ მთიულეთში, სვანეთში და ყაზბეგში გამოვიდეს 2 ახალგაზრდა მამაკაცი და ერთმანეთი ლოშნოს?! - გოგი თოფაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე კონსტიტუციაში ქორწინებისა და ოჯახის განსაზღვრასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებას აკეთებს.

"ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ მთიულეთში, სვანეთში, ყაზბეგში 2 ახალგაზრდა მამაკაცი გამოვა და ერთმანეთს ლოშნის?! მე მაწუხებს ის, რომ არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც შეპარულად უნდათ, რომ ეს თემა გააპარონ", - ამბობს გოგი თოფაძე.

იხილეთ ვიდეო

კონსტიტუციის 36-ე მუხლში ცვლილების შეტანის საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ქორწინებისა და ოჯახის დეფინიციად ქალისა და მამაკაცის ერთობა უნდა განისაზღვროს, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს. მმართველ გუნდში ამას არ გამორიცხავენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პარალელურად, გრძელდება კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები. საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ინიციატივა დუშეთის მოსახლეობას გააცნეს. კომისიის წევრები შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით 12 ქალაქში გამართავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."