თბილისში მოქალაქე ყალბი 5 000 დოლარის გასაღების ფაქტზე დააკავეს

 თბილისში მოქალაქე ყალბი 5 000 დოლარის გასაღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მოქალაქე გოდერძი ბუთხუძე დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც, გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25%. ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მოქალაქისათვის მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო| გაყალბებული 5 000 აშშ დოლარი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოპერატიული ვიდეომასალა

უწყების განმარტებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის გასაღება მოხდა ბრალდებულის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია