ვლადიმერ ბექაური - ქართველი, რომელმაც საბჭოთა ზესაიდუმლო იარაღი შექმნა

ვლადიმერ ბექაური - ქართველი, რომელმაც საბჭოთა ზესაიდუმლო იარაღი შექმნა

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში დღესაც გამოცანად რჩება,­ თუ რატომ არ აიღო იერიშით ლენინგრადი ჰიტლერმა და როგორ გაძლო ამ ქალაქმა 872 დღე ბლოკადაში. ომის შემდგომ გამოქვეყნებულ საიდუმლოების გრიფ­მოხსნილ გერმანულ დოკუმენტებში ჩამოთვლილია რამდენიმე­ მიზ­ეზი, რის გამოც ვერმახტმა არ მოინდომა გადამწყვეტი იერიშის მიტანა ამ მნიშვნელობით მეორე ქალაქზე. ერთ-ერთ მიზეზად დასახე­ლებულია ის გარემოება, რომ თუკი ქალაქს აიღებდა, გერმანიის ხელისუფლებას არ სურდა გამო­ე­კვება ლენინგრადის მილიონზე­ მეტი დამშეული მცხოვრები. ამასთან, ჰიტლერს იმიტომაც არ სურდა ლენინგრადის აღება, რომ ქალაქში შესული­ გერმანული ჯარების დისლოკაციის ადგილები მოულოდნელად არ აფეთქებულიყო,­ როგორც 1941 წლის შემოდგომაზე ხდებოდა ოკუპირებულ ხარკოვში, ლუგანსკში და სხვაგან.

1941 წლის ოქტომბერში, როცა ვერმახტის ნაწილებმა ხარკოვი აიღეს, ქალაქის გარნიზონის უფროსი, გენერალ-მაიორი ფონ ბრაუნი ძველებურ სასახლეში დასახლდა. გერმანელებს ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ საბჭოთა არმიის მენაღმეებმა ხარკოვი დატოვებამდე დანაღმეს, ამიტომაც გარნიზონის უფროსის სას­ახლის ზედმიწევნით შემოწმებისას აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. სამი კვირის შემდეგ,­ როდესაც სასახლეში გარნიზონის უფროსთან ერთად 20-მდე ოფიცერი იმყოფებოდა, საშინელი ძალის აფეთქების ხმა გაისმა და ცოცხალი არავინ დარჩენილა.

როგორც ჩანს, სასახლეში გად­ამალული იყო კიდევ ერთი ასაფ­ეთქებელი მოწყობილობა, მაგ­რამ­ რატომ აფეთქდა მაშინ, როდესაც ყველანი სასახლეში იყვნენ?

მოულოდნელი აფეთქებები ხდე­ბოდა აეროდრომებზე, ხიდებ­ზე, შტაბების შენობებში, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა და საჭირო დროს აფეთქებდა. გამოძიების შემდეგ გესტაპომ დაადგინა, რომ მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კი არა, რამდენიმე ასეული კმ-დან გაგზავნილი რადიოსიგნალებით ხდებოდა.­ ჰიტლერის ბრძანებით, გერმანიის სპეცსამსახურები ომის ბოლომდე­ ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ იდგა დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკან, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა...­ საბჭოთა ზესაიდუმლო რადი­ომ­ართვადი ბომბების შემქმნელი­ ჯერ კიდევ 1938 წელს დახვრეტილი ქართველი ინჟინერ-გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური გახლდათ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და შეიარაღ­ებაში შევიდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები, სახელწოდებით "ბემი", რომლის მოქმ­ედების პრინციპი ასეთი იყო: მენაღმეები სტრატეგიულ ობიექტზე,­ რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა მოწინააღმდეგეს დაეკავებინა, წინასწარ ჩააწყობდნენ რამ­დენიმე ასეულ კილოგრამ ტროტ­ილს და მასზე დაამონტაჟებდნენ რადიოტალღების მიმღებ ხელსაწყოს, რომლის ანტენაც, ასევე შენიღბულად მონტაჟდებოდა შენობაზე. მას შემდეგ, რაც გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა დაიკავებდა ოკუპირებულ ქალაქში­ რომელიმე სახლს და იქ შტაბს განათავსებდა, ქალაქში დარჩენილი საბჭოთა მზვერავები იწყებდნენ სახლის თვალთვალს. როდესაც­ დაადგენდნენ, რომ იმ შენობაში იმართებოდა შტაბის თათბირი ან ბერლინელი მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ, მოსკოვში "სმერშს" (საბჭოთა კონტრდ­აზვერვის მთავარი სამმართველო,­ რომელიც პირდაპირ სტალინს ექვემ­დებარებოდა) დაშიფრულ შეტყო­ბინებას უგზავნიდნენ. გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ და იქიდან მძლავრი სტაციონარული რადიოსადგურიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალებით აამოქმედებდნენ კონკრეტ­ულ შენობაში ჩადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია