აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღეს“ უმასპინძლა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღეს“ უმასპინძლა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინსკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, არაოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც ბელარუსის მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს მდიდარი არამატერიალური კულტურის, სამზარეულოსა და ღვინოს პოპულაროზაცია მოხდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქათველოში ემოგზაურათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები - საცივი, ჩაშუშული, ხაჭაპური და ქართული ფოლკლორით ესიამოვნათ. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საღამოზე აჭარული ხაჭაპურისა და ცეკვა მთიულურის მასტერკლასებმა დაიმსახურეს. ქართული ფოლკლორი მინსკში ხელვაჩაურის ფოლკლორულმა გუნდმა „ათძალი“ წარადგინა.

“აჭარის დღეების მიზანია, რომ ის დადებითი ემოციები, რაც ჩვენს ფოლკლორსა და სამზარეულოს მოაქვს ჩვენმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც იგრძნონ, შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა და დაგეგმონ თავიანთი არდადეგები აჭარაში. თუკი გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიების სტუმრების რეაქციასა და ემოციებს მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. უფრო მეტიც, ისინი ვამოგზაურეთ აჭარაში, რაც საბოლოოდ ბელორუსის მედიისა და ტურისტული კომპანიების მიერ აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტებისა და ტურების ხარისხზე აისახება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

მინსკის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია