ბაგა-ბაღების სააგენტოსთან გამართულ აქციაზე ერთი მშობელი დააკავეს

ბაგა-ბაღების სააგენტოსთან გამართულ აქციაზე ერთი მშობელი დააკავეს

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი, თამარ იარაჯული დააკავეს. მშობლებმა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბაღების სააგენტოს შენობასთან გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაც მოხდა.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი მათი შვილების უფლებებს იცავენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილის დაკავება 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია