"სი­ბე­რე­ში მა­ინც აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა!" - აქვს თუ არა ასა­კო­ვან მა­მას ცო­ლის შერ­თ­ვის უფ­ლე­ბა

"სი­ბე­რე­ში მა­ინც აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა!" - აქვს თუ არა ასა­კო­ვან მა­მას ცო­ლის შერ­თ­ვის უფ­ლე­ბა

"გზის" #7-ში, 64 წლის მა­მუ­კამ გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო. ის ნამ­დ­ვი­ლი და თა­ნაც - პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის და­კარ­გ­ვას თა­ვის სი­მორ­ცხ­ვეს აბ­რა­ლებს. მე­ო­რე სიყ­ვა­რუ­ლი ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გ­ვინ­და, შვი­ლიც ეყო­ლა, მაგ­რამ მე­რე მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა და სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ეგო­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი აღა­რას­დ­როს გა­ე­კა­რე­ბო­და მის გულს, გან­გე­ბამ პირ­ველ რჩე­ულს შე­ახ­ვედ­რა. ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს "გზის" მკითხ­ვე­ლებს მი­მარ­თა: სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩემს ად­გი­ლას რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით ან თქვე­ნი მა­მა, ბა­ბუა რომ ვი­ყო, ჩე­მი მხრი­დან ამ ასაკ­ში ცო­ლის შერ­თ­ვის სურ­ვილს სი­გი­ჟედ შე­რაცხავ­დით თუ არაო? მის სა­ხელ­ზე არა­ერ­თი წე­რი­ლი მო­ვი­და.

ერთ-ერ­თი წე­რი­ლი ქალ­ბა­ტონ­მა ას­მათ­მა, ჩხო­როწყუ­დან მოგ­ვ­წე­რა (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):

"გუ­ლი არ ბერ­დე­ბა, ჩე­მო ძმაო, მა­მუ­კა. ეჰ, ნე­ტავ კი იყოს ჩე­მი "ბი­ჭი" ცოცხა­ლი და გე­ფი­ცე­ბი, სახ­ლის კარს ავუ­ტა­ლა­ხებ­დი. წლებ­მა მი­მახ­ვედ­რა ერთ რა­მეს: ვიდ­რე ცოცხ­ლე­ბი ვართ, სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ. ად­რე მეც მე­ში­ნო­და თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის და ძა­ლი­ა­ნაც ვცდე­ბო­დი. ყო­ველ­თ­ვის ის არის მო­გე­ბუ­ლი, ვინც რის­კავს. ასე რომ, მი­დი, მი­ა­წე­ქი! ახ­ლა მა­ინც ნუ­ღარ იფიქ­რებ იმა­ზე, თუ რას იტყ­ვის ხალ­ხი. მე მომ­წონს ახა­ლი თა­ო­ბა და იცით, რა­ტომ? სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებთ, მათ­ზე ვინ და რას იჭო­რა­ვებს; ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც სურთ და ამას თა­ვი­სი პლუ­სიც აქვს: ისი­ნი არაფ­რით იქ­ნე­ბი­ან მო­ნე­ბი, სხვი­სი ხათ­რით უცხო ადა­მი­ან­ზე გათხო­ვილ-და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი! ისი­ნი ეძე­ბენ ნამ­დ­ვილ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის მხო­ლოდ ბავ­შ­ვის მა­მა (დე­და) კი არა, სუ­ლის მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა... წლე­ბის წინ, მეც უარი ვთქვი ჩემს სიყ­ვა­რულ­ზე იმი­ტომ, რომ დედ-მა­მას წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­ვუ­წიე. ჰო­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მეც დავ­კარ­გე კა­ცი, რო­მელ­საც ჩე­მი ქმა­რი ერ­ქ­ვა და მე­რე პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ისევ გა­მოჩ­ნ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, გავ­რის­კავ-მეთ­ქი, მაგ­რამ ახ­ლა შვი­ლე­ბის გა­მო ვერ გავ­ბე­დე ქვეყ­ნის და­სა­ლი­ე­რამ­დე გავ­ყო­ლო­დი. ამ­ჯე­რად, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რე­ბის შან­სი შევ­წი­რე შვი­ლებს და გა­უ­ხა­რე­ბე­ლი დღე­ე­ბი კი­დევ უფ­რო და­ვიბ­ნე­ლე. ის ისე მოკ­ვ­და, ცო­ლი არ შე­ურ­თავს, მე კი ბედ­ნი­ე­რად არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ნია თა­ვი. არა­და, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი სხვა­ნა­ი­რი, ნა­თე­ლი და ფე­რა­დი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლით რომ მეცხო­ვრა...

თქვენ გგო­ნი­ათ, შვი­ლებ­მა და­მი­ფა­სეს თავ­გან­წირ­ვა? თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ. უმა­დუ­რო­ბას წა­ვაწყ­დი მა­თი მხრი­დან, მაგ­რამ უკ­ვე მარ­თ­ლა არაფ­რის შეც­ვ­ლა აღარ შე­მიძ­ლია. შვი­ლი არას­დ­როს და­უ­ფა­სებს გამ­ზ­რ­დელს ამაგს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა. ყვე­ლამ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის უნ­და იცხოვ­როს. რო­ცა იცი შე­ნი თა­ვის ფა­სი, მე­რე გარ­შე­მო ყვე­ლა და­გა­ფა­სებს! თუ თა­ვად იზ­რუ­ნებ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, სხვე­ბიც შეძ­ლე­ბენ შენს გა­გე­ბას! მუდ­მი­ვად სხვი­სი სა­ა­მე­ბე­ლი საქ­მის კე­თე­ბა, სხვის­თ­ვის ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს და მხო­ლოდ სხვის­თ­ვის თუ ცხოვ­რობ, ვე­რა­ვინ შე­გიყ­ვა­რებს სა­თა­ნა­დოდ. იფიქ­რე­ბენ, რომ შე­ნი მი­სია მათ მსა­ხუ­რე­ბა­ში ყოფ­ნაა...

მა­მუ­კა, გთხოვთ, აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა, გა­ბე­დეთ და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გვერ­დით გა­ა­ტა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი. თუ ამ თხოვ­ნას შე­მის­რუ­ლებთ და გა­რის­კავთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ, წა­მით მა­ინც გა­მა­ბედ­ნი­ე­რებთ. გთხოვთ, უარი არ თქვათ, ნას­ტია თქვე­ნი ბე­დია..."

შე­გახ­სე­ნებთ, ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით გა­იხ­სე­ნა ის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის და­ვიწყე­ბა

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვე­რაფ­რით შეძ­ლო: ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია