პაატა ბურჭულაძე - იმედი გვაქვს, შევძლებთ იმ მუხტის დაბრუნებას, რაც იყო 9 აპრილს

პაატა ბურჭულაძე - იმედი გვაქვს, შევძლებთ იმ მუხტის დაბრუნებას, რაც იყო 9 აპრილს

იმედი გვაქვს, შევძლებთ გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ ის მუხტი, რაც იყო 9 აპრილს, - ამის შესახებ ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს წუხელ რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პაატა ბურჭულაძემ 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს საქართველოს ისტორიისთვის დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

„9 აპრილი ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, იქნება ეს 1989 წლის, თუ 1991 წლის 9 აპრილი. 1989 წლის 9 აპრილს ჩვენ ყველამ თავი გავწირეთ თავისუფლებისთვის და მივეცით მაგალითი საქართველოს მომავალ თაობას. 1991 წელს კი საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ აღადგინა დამოუკიდებლობა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ გავერთიანდეთ და ის მუხტი, რაც იყო 9 აპრილს, კვლავ შემოვიტანოთ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია