ეს ფერადი რეზინები 7 წლის ბიჭისთვის სიბრმავის მიზეზი გახდა

ეს ფერადი რეზინები 7 წლის ბიჭისთვის სიბრმავის მიზეზი გახდა

ბოლო დროს პატარა რეზინის რგოლებით, ე.წ. ლუმ ბანდსებით ფერად-ფერადი სამაჯურების ქსოვა საყოველთაო გატაცებად იქცა. სამწუხაროდ, ამ რეზინების უსაფრთხოება უკვე ეჭვის ქვეშ დგას და ბევრ ქვეყანაში მასზე უარიც თქვეს. როგორც აღმოჩნდა, სამაჯურების უმეტესობა საშიშ ტოქსიკურ ნივთიერება ფტალატს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას კიბოს იწვევს. თუმცა ამჯერად სხვა პრობლემა გამოიწვია.

ფერად-ფერადი საქსოვი რეზინები, ე. წ. ლუმ ბანდსები 7 წლის ბიჭუნასთვის ცალ თვალში მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახდა. ექიმების დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, მხედველობის აღდგენა ვერ მოხერხდა.

ბრიტანელი კაილ ლოურენსი ძმასთან ერთად ლუმ ბანდსების ქსოვით ერთობოდა, როცა ძმამ რეზინის თოკი შემთხვევით თვალში მოარტყა. დაზიანების ადგილზე სისხლჩაქცევა გაჩნდა. შედეგად კატარაქტა განვითარდა და ბიჭუნა ცალი თვალით დაბრმავდა. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ქირურგიული ჩარევა ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო. ექიმების განმარტებით, რეზინმა თვალში შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია