სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამებაში იმყოფებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო "წითელ ჯვარს" დახმარებისთვის.

"დღეს 12 გმირს მივაბარებთ მიწას. 43 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, მაგრამ პროცესი გრძელდება, კიდევ 208 მებრძოლი არის გადმოსასვენებელი, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ წელს კიდევ გაიხსნება ახალი სამარხები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია