ადვოკატები კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ

ადვოკატები კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები, ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. როგორც "ინტრეპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის ირაკლი ყიფშიძის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, საფუძველი რის გამოც ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, მტკიცებულებების არ არსებობაა.

მისივე თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიერ პირადი ცხვოვრების ამსახველი ე.წ ფარული ჩანაწერების მოპოვებას და შენახვას დაადასტურებდა.

მისი დაცვის ქვეშ მყოფის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილიც.

5 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 18:30 საათზეა ჩანიშნული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ