მამუკა არეშიძე - ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს, ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც

მამუკა არეშიძე - ვაჟა ლელუაშვილი ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს, ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც

ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ვაჟა ლელუაშვილზე "მის ყოფილ პატრონებს" კომპრომატები ჰქონოდათ.

როგორც არეშიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მან არ იცის, ცდილობდა თუ არა ხელისუფლება ლელუაშვილის გამოყენებას, თუმცა დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მისგან ინფორმაციის მიღებას ეცდებოდა.

"მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არ არის გამორიცხული, ლელუაშვილისნაირ პიროვნებაზე, რომელიც სხვაზე ქმნიდა კომპრომატებს, მის ყოფილ პატრონებს მასზე ჰქონოდათ კომპრომატები. ის ცდილობდა ორმაგი თამაშით თამაშს როგორც ჩანს. ნაწილობრივ აქეთაც იყო, ნაწილობრივ იქითაც იყო დარჩენილი. ეს გარდაბანში, ბოლოს გამართულმა გამგებლის არჩევნებმაც გამოაჩინა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გამოაცხადა, თითქოს ის ლამის შტაბის უფროსად იყო წარმოდგენილი. ტყუილია ეს ამბავი. ის პოზიციონირებდა, თითქოს "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს, სინამდვილეში ის ქსელი, რომელიც მას გარდაბანში ფართოდ ჰყავს და რომელიც ჩემთვის ცნობილია, ეს ქსელი ისევ თავის ყოფილ პატრონებისთვის მუშაობდა. ეს მისი სტილია", - აღნიშნა არეშიძემ.

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავა.

პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;

შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."