სასამართლომ კუდ-ის ექვს ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ კუდ-ის ექვს ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას მიუთითებდა.

"არ იყო მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ საქმეს, არა მარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც დადგინდება, რომ მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები. არ შეიძლება ის დანაშაული, რომელიც ეხება კადრების გავრცელებას, დაკვალიფიცირდეს როგორც ზოგადი მუხლი", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

პატიმრობა შეეფარდათ: შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ