აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი დღეს, აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
"დღეს წვიმას ველოდებით აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში კი აღმოსავლეთის ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოში + 12-17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, დასავლეთში კი - +21-26. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ მოიმატებს ტემპერატურა, დასავლეთში კი პირიქით, კლებაა მოსალოდნელი", - განაცხადა ნიორაძემ.