საქართველოში ფინანსური პირამიდები დაბრუნდნენ?

 საქართველოში ფინანსური პირამიდები დაბრუნდნენ?

"პირდაპირი მიყიდვის ქსელური მარკეტინგი" ანუ QNET, ერთი შეხედვით, მართლაც მიმზიდველი სისტემაა, მისი წევრები კი ძალისხმევას არ იშურებენ ახალი ადამიანების საპოვნელად. ქართულ ბაზარზე რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში, იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო, რეალურად ეს პროექტი რიგითი ფინანსური პირამიდაა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სქემა ლამაზადაა შეფუთული და გონივრულად გააზრებული, აგერ უკვე 18 წელია წარმატებულად პოულობს ახალ და ახალ მსხვერპლს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა პროექტში ჩართვა ყველა მსურველისთვის არაა ხელმისაწვდომი.

QNET-ში ჩართული ადამიანი ერთადერთია, ვისი მეშვეობითაც შეიძლება სისტემაში შესვლა, მას რეკომენდატორს უწოდებენ. ახლადმისული ადამიანი მიყავთ ოფისში, მართავენ პრეზენტაციას, უსახავენ ბიზნესის სტრატეგიას, ეუბნებიან, რომ წკიპზეა იმ მომენტთან, როდესაც მისი შემოსავლით ახალ "ფერარის" გამოაგორებს ცენტრიდან და ა. შ. ფსიქოლოგიური დამუშავება და მთლად გამოთაყვანება მათი ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

რეგისტრაცია შეიძლება საიტიდან რაიმე ნივთის ყიდვით, შენაძენის ღირებულება 2000-3000 დოლარს მაინც უნდა შეადგენდეს (ადრე უფრო იაფი იყო). პროდუქციის არჩევანი არც ისე დიდია, არის საათები, სამკაულები, მცირე კომპიუტერული ტექნიკა, საგზურები, რაღაც პატარა მინისებრი წრე, რომელიც თურმე აურას წმენდს და საერთოდაც ყველაფერს კურნავს განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია