შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

 შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ლაშა შავკაციშვილის აყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ბრალდებით ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა მინისტრის მოადგილესთან მისი ნათესაური კავშირის შესახებ არ საუბრობენ.

"ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ დაკავებულია ლაშა შ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს", - განაცხადეს შსს-ში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ