ლარის მომავალი: ჯერ - 2,2, შემოდგომით - 2,0

 ლარის მომავალი: ჯერ - 2,2, შემოდგომით - 2,0

მოკლევადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 2,2 ლარის დიაპაზონში იმოძრავებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომისთვის 1 დოლარის ყიდვა 2 ლარადაც კი იყოს შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარი ლართან მიმართებაში 8-თვიან მინიმუმზეა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა 2,2625-2,2850 ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა.

ცოტა ხნის წინ სპეციალისტები განმარტავდნენ, რომ ლარის კურსის მიმართ ტენდენცია აპრილის დასაწყისში უფრო მეტად გამოიკვეთებოდა, რაც პროგნოზირების შესაძლებლობას შექმნიდა. რამდენადაც ყველა რთული პერიოდი უკან მოტოვებულია, სპეციალისტები უფრო თამამ პროგნოზს აკეთებენ.

კომპანია "გალტ ენდ თაგარტში" მიიჩნევენ, რომ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ვარდნის კომპენსირება იმპორტის ტოტალური შემცირებით მოხერხდა. ეს ტენდენცია 2016 წლის პირველი ორი თვის განმავლობაშიც შენარჩუნდა. მარტში კი, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის გამო, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც გამყარდა. ამიტომ, თუკი ქვეყანა ამ მიმართულებით ივლის (რაც ნიშნავს ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობას, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელსა და ე. წ. ფართო ფულის შემცირებას), ლარის სტაბილურობა გარანტირებულია.

"საშუალო ვადიან პერსპექტივაში ლარის კურსი დოლართან მიმართ 2,2-2,3-ის დიაპაზონში იმერყევებს. ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, დაახლოებით, 200-250 მილიონი დოლარით გაზარდოს რეზერვები. თუმცა წინ არჩევნებია და თუ ამ მიმართულებით გამოიკვეთა აჟიოტაჟი და პოლიტიკური წნეხი, არ არის გამორიცხული, რომ ლარი 2,0-ის ნიშნულამდეც გამყარდეს", - ამბობს "გალტ ენდ თაგარტის" ანალიტიკოსი ევა ბოჭორიშვილი განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია