"პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა"

"პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა"

ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, საქმეს გრიფით ”საიდუმლო” ადევს, თუმცა როგორც ბრალის დადგენილებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე.

ველიჯანაშვილის თქმით, მიმდინარეობს ძიება ასევე გენერალ ბორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რეალურად რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას.

მისივე თქმით, მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებლობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ