ნა­ნა მჭედ­ლი­ძის ან­დერ­ძის დე­ტა­ლე­ბი

ნა­ნა მჭედ­ლი­ძის ან­დერ­ძის დე­ტა­ლე­ბი

31 მარტს ნა­ნა მჭედ­ლი­ძე ხონ­ში დაკ­რ­ძა­ლეს. ეს რე­ჟი­სო­რის, მსა­ხი­ო­ბი­სა და სცე­ნა­რის­ტის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად მოხ­და. ათ­ზე მე­ტი ფილ­მის ავ­ტო­რი იყო ერ­თა­დერ­თი სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც მან დრა­მა­ტურგ რე­ზო კლდი­აშ­ვი­ლის მო­ნოს­პექ­ტაკ­ლის - "მარ­ტო­ო­ბის ბი­ნა­და­რი" - მი­ხედ­ვით, ერ­თი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რ­ში დად­გა.

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ხონ­ში და­ი­ბა­და. ეზო­ში ორ ნაძვს შო­რის გაბ­მულ ბა­წარ­ზე, ტი­ლოს გა­და­ფენ­და და სა­ღა­მო­ო­ბით წარ­მოდ­გე­ნებს მარ­თავ­და მე­ზობ­ლე­ბის­თ­ვის. სოფ­ლის კლუბ­ში ფილ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად და­დი­ო­და და იმა­ვე ასა­კი­დან ფიქ­რობ­და, რომ მო­მა­ვალ­ში თავს ამ სფე­რო­ში და­იმ­კ­ვიდ­რებ­და. ჯერ თბი­ლი­სის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იმა­ვე ინ­ს­ტი­ტუტ­ში რე­ჟი­სუ­რის ხე­ლოვ­ნე­ბას და­ე­უფ­ლა. მი­სი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გახ­ლ­დათ კი­ნო-ნო­ვე­ლა სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჩქა­რი მა­ტა­რე­ბე­ლი", რო­მე­ლიც ოტია იოსე­ლი­ა­ნის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღო. რე­ზო კლდი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი წარ­სუ­ლის იმ მო­ნაკ­ვეთს აცოცხ­ლებს, რო­ცა სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბა­ტონ რე­ზოს შინ ვეწ­ვიე, რომ ნა­ნა მჭედ­ლი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

რე­ზო კლდი­აშ­ვი­ლი:

- ნა­ნა მჭედ­ლი­ძე - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ას იწ­ვევ­და ჩემ­ში. რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ნამ მის ან­დერძს წა­ვი­კითხავ­დი, მა­შინ­ვე დე გო­ლი გა­მახ­სენ­და. ამ ჭკვი­ან­მა კაც­მა და­ტო­ვა ან­დერ­ძი, სა­დაც თა­ვის სო­ფელ­ში დაკ­რ­ძალ­ვას ითხოვ­და. მახ­სოვს სი­უ­ჟე­ტი, კად­რებ­ზე ჩან­და, რო­გორ ჩა­ას­ვე­ნეს პა­რი­ზი­დან სო­ფელ­ში დე გო­ლი და თუ რო­გორ მი­ა­ცი­ლებ­და მას სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა უკა­ნას­კ­ნელ გზა­ზე. ახ­ლა ამა­ზე ლა­პა­რა­კი შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერ­დეს, მაგ­რამ მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე, რომ ნა­ნა აუცი­ლებ­ლად და­ტო­ვებ­და ან­დერძს, სა­დაც მის მშობ­ლი­ურ კუთხე­ში დაკ­რ­ძა­ლვას მო­ითხოვ­და. მარ­თა­ლი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. რო­ცა მის­მა შვილ­მა მაგ­დამ ან­დერ­ძი წა­სა­კითხად გად­მომ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­ნა­ირ ნა­ნას არც ვე­ლო­დი, მა­ინც გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. ან­დერ­ძი იყო ნა­ნას პი­როვ­ნე­ბის სრუ­ლი სუ­რა­თი, ცო­ტა იუმო­რი­თა და დი­დი სი­სა­და­ვით. 1937 წელს მა­მა­მი­სი რეპ­რე­სი­ებს შე­ე­წი­რა და დახ­ვ­რი­ტეს, დე­და გა­და­ა­სახ­ლეს. ქა­ლი წლე­ბის შემ­დეგ კი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­ნა გამ­ზ­რ­დე­ლის გვერ­დით დაკ­რ­ძალ­ვას ითხოვ­და. წერ­და, ქვა არ და­მა­დოთ, მო­ი­პა­რა­ვენ (გამ­ზ­რ­დე­ლის საფ­ლა­ვის ქვა მო­უ­პა­რავთ), თუ­ნუ­ქიც მე­ყო­ფაო. იქ­ვე იყო რე­ლი­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის ამო­ნა­რი­დი, რო­მე­ლიც სურ­და, რომ მის საფ­ლავ­ზე და­ე­ტა­ნათ.

ნა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა რომ შე­ვიტყ­ვე, მე და ზა­ზა აბა­ში­ძე პირ­ვე­ლი­ვე დღეს გავ­ც­ვივ­დით მის სახ­ლ­ში. და­უ­ბა­რე­ბია, რომ არ უნ­დო­და სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლებს სა­სახ­ლის გარ­შე­მო წრე და­ერ­ტყათ, ამი­ტომ სას­ახ­ლე კე­დელ­თან იყო მიდ­გ­მუ­ლი. მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა მი­ჭირს, მაგ­რამ ნა­ნას მო­ვე­ფე­რე. თა­ვი დავ­ხა­რე და უკა­ნა სვლით დავ­ბ­რუნ­დი უკან. ამ რი­ტუ­ალ­ში იყო სი­ლა­მა­ზე, თუ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ასე ით­ქ­ვას.

ნა­ნამ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც ჩაგ­ვი­ტა­რა გაკ­ვე­თი­ლი და შე­ე­ცა­და, და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა ჩვენ­თ­ვის, რომ არ არის სა­ჭი­რო ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბი. "ფე­ის­ბუკ­ზე" მა­ნა­ნა დუმ­ბა­ძის გვერ­დ­ზე წა­ვი­კითხე ფრა­ზა - "ქარ­თუ­ლი კი­ნოს ყვე­ლა­ზე თავ­მ­და­ბა­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი". არ ვი­ცი, მა­ნა­ნას სიტყ­ვე­ბია თუ სხვი­სი, მაგ­რამ ეს ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბაა.

ბევრს შრო­მობ­და, შექ­მ­ნა უნი­კა­ლუ­რი ფილ­მე­ბი, მარ­ტო "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლის" ფი­ნა­ლი რად ღირს, ან­და "ი­მე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი", სა­დაც მი­სი გმი­რი ყვე­ლას ბე­ბიაა. ნო­დარ დუმ­ბა­ძემ და შემ­დეგ უკ­ვე თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ "მე, ბე­ბია,

ილი­კო და ილა­რი­ო­ნის" გე­ნი­ა­ლუ­რი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის ოლ­ღა ბე­ბია გვი­სახ­სოვ­რეს, ხო­ლო ნა­ნამ ის იმე­რე­ლი ბე­ბია გვა­ჩუ­ქა, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია