თბილისის №26 საბავშვო ბაღში ხორცის გადამალვის ფაქტი დაფიქსირდა

თბილისის №26 საბავშვო ბაღში ხორცის გადამალვის ფაქტი დაფიქსირდა

თბილისის №26 საბავშვო ბაღში მონიტორინგის სამსახურმა ხორცის გადამალვის ფაქტი დააფიქსირა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა , რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთხელ განაცხადა ბაღებში რეგულარული მონიტორინგის შესახებ, ასევე, ბაღის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაციები და გაფრთხილებები, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვლავ ფიქსირდება გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტები.

"დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მორიგი შემოწმების დროს, თბილისის №26 ბაღში 5.300 კგ. გადამალული ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის დასკვნა დირექტორს უახლოეს დღეებში ჩაბარდება", _ აცხადებენ მერიაში.

იხილეთ ვიდეო

მათივე ინფორმაციით, დარღვევიდან გამომდინარე, მენიუ ფაქტურით გათვალისწინებული პროდუქტი (ხორცი) სრულად არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, აღსაზრდელებმა ვერ მიიღეს დღიური რაციონით განსაზღვრული კალორაჟი.

"აღსანიშნავია, რომ ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით მცირე რაოდენობით გადამალული საკვები მთლიანობაში მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნის, ზარალი კი დიდი ოდენობით თანხას შეადგენს", _ აცხადებენ მერიაში.

ასევე მერიის ინფორმაციით, №26 ბაღში ეს იყო განმეორებითი დარღვევა და პირველ შემთხვევაში, დირექტორს საყვედური გამოეცხადა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ბაგა-ბაღებს რეგულარულად ამოწმებს და ნებისმიერ დარღვევა-ნაკლოვანებაზე შესაბამისად რეაგირებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია