უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და თიანეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, სანდრო ეულის, იყალთოს, გორის, ბახტრიონის, კუტუზოვის და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეველეს, გუდარეხის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის, საყვირის, ხუდადოვის, მესხის, ტყეკულტურის, სტურუას და გურამ ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის ( ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00-დან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, ვახტანგ მოსიძის და ბესიკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00-დან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვერცხლის, ავლევის, პუშკინის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია