რატომ დაკარგა ნუცა ჯანელიძის ოჯახმა სახლი: "სხვა ქვეყანაში ჩემი ავტორიტეტის ადამიანი, ცოტა უკეთესად ცხოვრობს"

რატომ დაკარგა ნუცა ჯანელიძის ოჯახმა სახლი: "სხვა ქვეყანაში ჩემი ავტორიტეტის ადამიანი, ცოტა უკეთესად ცხოვრობს"

მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე დიდი ხანია ტელევიზიასა და ტელეპროექტებს ჩამოშორდა და ახალი საქმე იპოვა - ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუსიკალურ კონსულტანტად მუშაობს და უხარია, რომ პატარებს ქართულ სიმღერას ასწავლის. "შოუბიზნესში სრული თავისუფლებაა, არავის ბლოკავენო" - ამბობს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მუსიკოსი, თუმცა ეს "მუსიკალური თავისუფლება" მის მატერიალურ მდგომარეობას არ დატყობია. როგორც ჟურნალისტთან საუბარში მუსიკოსი ამბობს, მისმა ოჯახმა სახლი დაკარგა და ახლა 12 ადამიანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს:

"მატერიალური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს, რომ ცალკე ვიცხოვრო. ჩვენ, ყველა, ვცხოვრობთ ერთად - მე, ჩემი ძმის ოჯახი, მათი შვილები, შვილიშვილები. ქირით ვართ. საკუთარი ბინა რამდენიმე წელია აღარ გვაქვს. არ არის რთული მათთან ერთად ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ 12 კაცი ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ. საღამოს 7 საათზე იწყებენ სამსახურებიდან სახლში მოსვლას და შინ მაინც სიჩუმეა, მეტწილად ამ სიჩუმის დამსახურება არის კომპიუტერი და ის მოუთმენლობა რაც მშობლებს გვახასიათებს - "ოღონდ შენ ახლა არ იყვირო და, აჰა, შენ კომპიუტერი". ყველას აქვს თავისი კუთხე. დიდ ოჯახში ცხოვრებას მინუსები ოხრად აქვს. მინუსები შეიძლება თითოეულ ჩვენგანს აღმოაჩნდეს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მინუსები უნდა ჩამოვაკლოთ. წყენა გადავყლაპოთ, ვაპატიოთ, პატივი ვცეთ ამ ურთიერთობას".

- რატომ ვერ შეძელით სახლის ყიდვა, რატომ დარჩით უბინაოდ?

- ძალიან კარგი სახლი მქონდა, მაგრამ საჭიროების გამო გავყიდეთ. სხვა ქვეყანაში ჩემი პროფესიისა და ავტორიტეტის ადამიანი ცოტა უკეთესად ცხოვრობს, ელემენტარულად საკუთარი ოროთახიანი ბინა მაინც აქვს.

- ძმისშვილები გაზარდეთ, საკუთარი ოჯახი არ შექმენით, არც შვილი გააჩინეთ. ამ გადასახედიდან არ ნანობთ ამას?

- არა. ალბათ სადღაც ეწერა, რომ ჩემი ცხოვრება ასე უნდა წარმართულიყო. ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია