უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

დედაქალაქის ნაწილს, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია თელასიდან აცნობეს, ელექტროენერგიის შეზღუდვა საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, ისნის, ნაძალადევის, გლდანის, სამგორის და დიდუბის რაიონებს შეეხება.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, თოფურიძის, კოსტავას, გელოვანის, საბურთალოს, ცინცაძის, იოსებიძის, კალანდაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ყაზბეგის, თამარაშვილის, ქუთათელაძის, პოლიტკოვსკაიას და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგია ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა წავკისის, ბოლო აღმართის, ოქროყანის, ავთანდილის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. ასევე, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ზღვისუბნის, ჭყონდიდელის, საყვირის, ხუთწლედის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ნინუას და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, მიქატაძის, კანდელაკის, საბაშვილის, გაგრის, ლიბანის, ქერჩის, ვარდისუბნის და ხერგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგია ლოჭინის დასახლების, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდება.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ”თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია