"თარაში სულ ეუბნება პატარას, მამიკო ზემოდან გვიყურებსო..." - როგორ ცხოვრობს კოტე თოლორდავას ოჯახი ახალ ბინაში

"თარაში სულ ეუბნება პატარას, მამიკო ზემოდან გვიყურებსო..." - როგორ ცხოვრობს კოტე თოლორდავას ოჯახი ახალ ბინაში

განო მელითაური სამ შვილთან ერთად ახალ ბინაში გადავიდა, რომელიც მის ოჯახს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საჩუქრად გადასცა. განოს ახალ სახლში "ეკა ხოფერიას შოუ" ესტუმრა.

"გადავედით ახალ სახლში და ვცდილობთ ახალ გარემოსთან ვადაპტირდეთ. ჩვენ პირველები ვართ ამ კორპუსში, ვინც გადმოვიდა, თუმცა ემატებიან ახალი მეზობლები. სახლში აურას ის ადამიანები ქმნიან, ვინც აქ ცხოვრობდნენ. ნელ-ნელა ვცდილობთ მოვაწყოთ სახლი. ბავშვები ყველაფერში ძალიან მეხმარებიან. პატარას ეფერებიან სულ, ცდილობენ ეთამაშონ. თარაში სულ ეუბნება, მე შენ დაგიცავ, რომ გაიზრდები, მამიკო ზემოდან გიყურებსო... მამიკოზე რაღაცეებს უყვება", - ამბობს განო მელითაური.

იხილეთ ვიდეო

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის მძიმე პერიოდი, რომელიც მის ცხოვრებაში მეუღლის, კოტე თოლორდავას გარდაცვალების შემდეგ დადგა. თუმცა როგორც განო ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მდგომარეობიდან უნდა გამოსულიყო და შვილებისთვის მიეხედა.

"ერთ დღესაც ჩემს თავს ვუთხარი, რომ საკმარისია, შენ ლამაზიც იქნები და წარმატებულიც... უნდა გააკეთო ყველაფერი, რაზეც ოცნებობდი კოტემდე და კოტესთან ერთად. მას ბევრი პირობა მივეცი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი ვიყო. ჩემს შვილებს უბედური დედა არ სჭირდებათ. 11 აპრილის შემდეგ იმ სახლში, სადაც მე და კოტე ვცხოვრობდით, აღარ მივსულვარ. დავტოვე ყველა ნივთი იქ, კარი გამოვუხრე და მიხვდი ან გადავრჩებოდი ან ვერა... იმასაც მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. ეს რომ მე არ გამეკეთებინა, დღეს ასე მოწესრიგებული ვერ ვიქნებოდი", - ამბობს განო.

ასევე იხილეთ: "სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

"აბორტზე ორჯერ გამიშვეს, ცოცხალი არ არისო... მისი შენარჩუნება კოტეს დამსახურებაა" - განო მელითაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია