"ქართველებმა გადამარჩინეს" - ტკივილით სავსე ცხოვრება, მოძალადის სინანული და მზრუნველობის საოცარი მაგალითი

"ქართველებმა გადამარჩინეს" - ტკივილით სავსე ცხოვრება, მოძალადის სინანული და მზრუნველობის საოცარი მაგალითი

სა­ხე­ლად - სა­მი­რი ჰქვია, გვა­რი - უც­ნო­ბია. და­ი­ბა­და უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში. დე­და უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავ­და, მა­მა - ბო­შა. ახ­სოვს სტუმ­რი­ა­ნო­ბა ოჯახ­ში, სა­დაც ხში­რად, ბო­შურ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­დ­ნენ. მის მეხ­სი­ე­რე­ბას ბავ­შ­ვო­ბი­დან კი­დევ ერ­თი "კად­რი" შე­მორ­ჩა, რო­მელ­მაც მთე­ლი მი­სი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა გან­საზღ­ვ­რა.

4 წლის ბიჭს დე­და ეუბ­ნე­ბა, - წა­მო­დი, ქა­ლაქ­ში გა­ვი­სე­ირ­ნოთ. ბი­ჭი მიჰ­ყ­ვე­ბა. სახ­ლი­დან გას­ვ­ლის შემ­დეგ, ტაქ­სით ერთ-ერთ შე­ნო­ბას­თან (სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო იყო) მი­დი­ან. დე­და ეუბ­ნე­ბა: მო­დი, აბა, სარ­თუ­ლე­ბი და­ვით­ვა­ლოთ. ერ­თი, ორი, სა­მი... მერ­ვე სარ­თულ­ზე ჩერ­დე­ბი­ან. იქ დე­და თეთ­რებ­ში ჩაც­მულ მა­მა­კაცს (სა­ვა­რა­უ­დოდ, ექიმს) ესა­უბ­რე­ბა. შემ­დეგ შვილს ეუბ­ნე­ბა: დაბ­ლა ჩა­ვალ, აქ და­მე­ლო­დეო, - და მი­დის. ბი­ჭი დიდ­ხანს ელო­და, მაგ­რამ დე­და რომ აღარ გა­მოჩ­ნ­და, პირ­ველ სარ­თულ­ზე ჩა­ვი­და და ქუ­ჩა­ში გა­ვი­და. იმ დღის შემ­დეგ დე­და აღარ უნა­ხავს.

- სა­მირ, დე­დის წას­ვ­ლა დამ­შ­ვი­დო­ბე­ბას ჰგავ­და?

- არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წა­ვი­და. ქუ­ჩა­ში რომ გა­ვე­დი, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა და­ვი­ნა­ხე. ერთ-ერთ ავ­ტო­ბუს­ში ავე­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო, მაგ­რამ ბო­ლო გა­ჩე­რე­ბას რაც უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბო­და, მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბო­და. ბო­ლოს მე და ერ­თი კა­ცი დავ­რ­ჩით. მძღო­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. მკითხა, - შენ რა­ტომ არ ჩა­დი­ხა­რო? - და­ვი­კარ­გე-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე და ტი­რი­ლი და­ვიწყე.

და­კარ­გუ­ლი ბავ­შ­ვის ამ­ბა­ვი მძღოლ­მა პო­ლი­ცი­ას შე­ატყო­ბი­ნა და პა­ტა­რა სა­მი­რი ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში აღ­მოჩ­ნ­და. უცხო გა­რე­მო­ში მო­იწყი­ნა, თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შის დრო­საც კი არ შორ­დე­ბო­და ფიქ­რი მშობ­ლებ­ზე და სჯე­რო­და, ად­რე თუ გვი­ან დე­და მას აუცი­ლებ­ლად იპო­ვი­და, შინ წა­იყ­ვან­და. რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და. ერთ დღეს სა­ნატ­რე­ლი სიტყ­ვე­ბი გა­ი­გო­ნა: სა­მირ, შე­ნი მშობ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ. გა­ხა­რე­ბულ­მა ბიჭ­მა კი­ბე ჩა­ირ­ბი­ნა და მი­სი მშობ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, კარ­თან სრუ­ლი­ად უცხო მა­მა­კა­ცი და ქალ­ბა­ტო­ნი დახ­ვ­დნენ.

- შენ ჩე­მი დე­და არ ხარ-მეთ­ქი, - ვუთხა­რი იმ ქალს. ჩა­მე­ხუ­ტა, მო­მე­ფე­რა. - ჩემ­თან უნ­და წა­გიყ­ვა­ნოო, - მითხ­რა. თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემს სურ­ვილს ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და? 2-3 დღის შემ­დეგ მო­მა­კითხეს და მა­ტა­რებ­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს. დე­დო­ბი­ლი, ნი­ნა კო­ტო­ვა ეროვ­ნე­ბით რუ­სი იყო, მა­მო­ბი­ლი - პეტ­რე სავ­ჩუ­კი კი უკ­რა­ი­ნე­ლი. ისი­ნი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თა­ბაგ­რებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ.

- ახალ ოჯახ­ში შე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გორ გაგ­რ­ძელ­და?

- ძა­ლი­ან ცუ­დად მეპყ­რო­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - დე­დო­ბი­ლი. ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სო­ფელ­ში სა­ოც­რად თბი­ლი მე­ზობ­ლე­ბი მყავ­დ­ნენ და ყუ­რადღე­ბას მაქ­ცევ­დ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ქარ­თ­ვე­ლებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. ჩე­მი მა­მო­ბი­ლი და დე­დო­ბი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­დ­ნენ, ალ­კო­ჰოლს ეტა­ნე­ბოდ­ნენ. მა­მო­ბი­ლი დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და და ძა­ლი­ან გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და. ასა­კი რაც მე­მა­ტე­ბო­და, დე­დო­ბი­ლი საქ­მე­ებს მით უფ­რო მი­მა­ტებ­და.

- რას გა­კე­თე­ბი­ნებ­და?

- ყვე­ლა­ფერს, რა­საც სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ. სით­ბო მაკ­ლ­და. ჩვენს სახ­ლ­ში ტკბილ სიტყ­ვას ვერ გა­ი­გო­ნებ­დი, აგ­რე­სია კი დი­დი დო­ზით იყო. მე­ზობ­ლებ­თან უფ­რო ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ვიდ­რე მშობ­ლებ­თან. დე­დო­ბილს ჩემ მი­ერ გა­რეცხი­ლი სა­რეცხი, მოწ­მენ­დი­ლი იატა­კი ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი თუ არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, სას­ტი­კად მსჯი­და.

- "სას­ტიკ დას­ჯა­ში" რას გუ­ლის­ხ­მობ?

- ხან სარ­დაფ­ში მამ­წყ­ვ­დევ­და, ხან - სა­ღო­რე­ში. ერ­თხელ ლა­მის ღორ­მა დამ­გ­ლი­ჯა. მა­შინ 11-12 წლის ვი­ყა­ვი. მე­ზო­ბე­ლი თუ შე­მო­ვი­დო­და და ვინ­მე მო­მი­კითხავ­და, კარს მი­ღებ­და და მაფ­რ­თხი­ლებ­და, - ჩუ­მად იყა­ვი, არა­ფე­რი თქვაო. სხე­ულ­ზე არა­ერ­თი

ნა­ი­ა­რე­ვი მაქვს და ყვე­ლა - მის მი­ერ მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­მო. ბი­ცო­ლამ ბევ­რ­ჯერ გა­და­მარ­ჩი­ნა. მას ვე­ცო­დე­ბო­დი და ზოგ­ჯერ თა­ვის სახ­ლ­შიც მივ­ყავ­დი.

- მა­მო­ბი­ლიც ცუ­დად გეპყ­რო­ბო­და?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია