როგორ უნდა მოიყვანოთ ხილ-ბოსტნეული აივანსა და სახურავზე - თბილისში ბევრი ასეთი ბაღია

როგორ უნდა მოიყვანოთ ხილ-ბოსტნეული აივანსა და სახურავზე - თბილისში ბევრი ასეთი ბაღია

მიკ­რო­მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბა არის დარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, ვი­საც არც სოფ­ლად და არც ქა­ლაქ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი არ გა­აჩ­ნი­ათ. მარ­თა­ლია, ამ­გ­ვა­რი მე­ურ­ნე­ო­ბით ბიზ­ნესს ვერ წამოიწყებთ, სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლობ­აში შინ თქვენ მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ცოცხა­ლი მწვა­ნი­ლი და ზო­გი­ერ­თი ბოს­ტ­ნე­უ­ლიც (კიტ­რი, პო­მი­დო­რი, წი­წა­კა, ბად­რი­ჯა­ნი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო და სხვა) გექ­ნე­ბათ. გა­აჩ­ნია თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: ფარ­თობს, და­სარ­გავ-და­სა­თეს ჭურ­ჭელს, ინ­ვენ­ტარს და ა.შ. თუ თქვენს სახლს ბრტყე­ლი გა­და­ხურ­ვა აქვს და მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის კვალ­სათ­ბურს გააკეთებთ, მშვე­ნი­ე­რი მიკ­რობოს­ტ­ნის მოწყო­ბა შე­იძ­ლე­ბა. სა­ხუ­რავ­ზე გან­ლა­გე­ბულ კას­რებ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ხა­როთ ნა­გა­ლა (ჯუ­ჯა) სა­ძი­რე­ებ­ზე დამ­ყ­ნი­ლი ვაშ­ლი, მსხა­ლი, აგ­რეთ­ვე ატა­მი, ლეღ­ვი, ბრო­წე­უ­ლი, ვა­ზი და ა.შ. ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა დი­დი ხა­ნია გა­მაჩ­ნია და ჩემს ახ­ლობ­ლებს მსხმო­ი­ა­რე ბაღ-ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე­ბი­ნე. ვინც ამის გა­კე­თე­ბას შე­ეც­დე­ბა, შრო­მა არ ეზა­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხაც გა­აჩ­ნია, შე­უძ­ლია, არც ისე დი­დი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნოს - მო­იწყოს ლა­მა­ზი, მწვა­ნე და მო­სავ­ლი­ა­ნი კუთხე.

პირ­ველ რიგ­ში სა­ხუ­რავ­ზე უნ­და და­იდ­გას მე­ტა­ლის დი­დი ზო­მის ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ჩა­ლაგ­დე­ბა კას­რ­ში ჩარ­გუ­ლი ხე­ე­ბი და ბუჩ­ქე­ბი, ისე, რომ წყა­ლი, რო­მე­ლიც გა­ჟო­ნავს კას­რე­ბი­დან, მოგ­როვ­დეს მე­ტა­ლის ჭურ­ჭელ­ში და იქი­დან ღა­რით ჩა­იღ­ვა­როს სა­ნი­აღ­ვ­რე­ში. ამ ჭურ­ჭ­ლით გა­ჟო­ნი­ლი წყლის­გან სა­ხუ­რა­ვის დაც­ვის გა­რან­ტია გვექ­ნე­ბა. რო­ცა ეს ჭურ­ჭე­ლი მო­ეწყო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე ისე წა­ვა, რო­გორც მი­წა­ზე არ­სე­ბულ ბაღ-ვე­ნახ-ბოს­ტან­ში. მერ­წ­მუ­ნეთ, შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეწყო­ბით თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი, მო­სავ­ლი­ა­ნი, ლა­მა­ზი ოაზი­სი გექ­ნე­ბათ. რა თქმა უნ­და, რა­კი ბაღ-ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ, უნ­და იცო­დეთ სხვლაც, შე­გეძ­ლოთ მცე­ნა­რე­ე­ბის დაც­ვა მავ­ნებ­ლე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან, უნ­და მო­ი­მა­რა­გოთ სა­სუ­ქე­ბი, აგ­რეთ­ვე მო­სარ­წყა­ვი ხელ­საწყო­ე­ბი და სხვა.

მცი­რე ზო­მის აივ­ნებ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ლა­გოთ ყუ­თე­ბი ბოს­ტ­ნე­უ­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის და­სა­თეს-და­სარ­გა­ვად. ხის ყუ­თის ზო­მე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კეთ­დე­ბა (მა­გა­ლი­თი­სათ­ვის - 50X60 სმ-ზე, ხო­ლო გვერ­დე­ბის სი­მაღ­ლე - 12-15 სმ-ც საკ­მა­რი­სი­ა).

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია