"ქართული ოცნების" ყრილობას შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაესწროს

"ქართული ოცნების" ყრილობას შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაესწროს

14 მაისს დაგეგმილ პარტია "ქართული ოცნების" ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწროს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოს განაცხადა, დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი.

"ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილებას არ იღებს.

"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია. გვყავს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტიის მომავალი თავმჯდომარე იქნება, არსებობს პოლიტსაბჭო. ბორდი, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და ბატონი ბიძინა არ იღებს მონაწილეობას სიის ფორმირებაში და იმაში, ვინ უნდა იყოს მაჟოროტარობის კანდიდატი", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს მაისში "რესპუბლიკელი" მინისტრები, კალაძის თქმით, ყველა იმ მინისტრს, ვინც ჩართული იქნება საარჩევნო კამპანიაში, კანონმდებლობის შესაბამისად, მოუწევთ თანამდებობების დატოვება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."