24 წლის ინჟინრის მწყერების ფერმა

 24 წლის ინჟინრის მწყერების ფერმა

24 წლის გეგი აფციაურმა 5 თვეა, რაც ბავშვობისდროინდელი ოცნება აისრულა და საკუთარი მეურნეობის შექმნის იდეა საბოლოოდ განახორციელა. როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. გეგიმ ოცნების ასრულება მწყერების ფერმით დაიწყო, ფრინველებს დროებითი ადგილი ქუთაისში მიუჩინა. სულ მალე კი წყალტუბოს რაიონ სოფელ ქვირიშორში მეგობართან და ძმასთან ერთად ძროხებისა და ღორების მოშენებასაც აპირებს.

სანამ მწყერების მოშენებას გადაწყვეტდა, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა, მაგისტრის ხარისხი კი უკრაინაში ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა. სამეურნეო საქმიანობის პარალელურად სწავლას დღესაც აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე მომავლის გეგმებს მთლიანად სოფლის მეურნეობას უკავშირებს.

გეგი აფციაური: "თავისუფალი დრო და გამოუყენებელი ფართი მქონდა, მეგობართან ერთად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი მცირე დანაზოგით. ეს არ იყო დიდი კაპიტალი, მაგრამ პირველი ეტაპისთვის 7 ათასი ლარი საკმარისი აღმოჩნდა. შევიძინეთ ინკუბატორი, მწყერის 1 300 კვერცხი და დავიწყეთ. ამ სფეროში გამოცდილი არ ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ რჩევისთვის მივმართავდი ყველას, ვისაც მწყერების ფერმა აქვს. ზოგმა საჭირო ლიტერატურა მომაწოდა, ზოგმა გამოცდილება გამიზიარა. ძირითად ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიძიებდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ჯერზე გაგვიჭირდა. ტემპერატურათა ცვალებადობის გამო ათეულობით მწყერი დაგვეხოცა. მაინც მომიწია, საკუთარ შეცდომაზე მესწავლა" განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია