ლალი მოროშკინა ყურზე დაკიდებული ჩანგლით დადის

ლალი მოროშკინა ყურზე დაკიდებული ჩანგლით დადის

ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ლალი მოროშკინასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის შემდეგაც ჩანგალმა გასტრონომიულის გარდა, "საბრძოლო" დანიშნულებაც შეიძინა. სკანდალიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ეპატაჟური ჟურნალისტი პროვოკაციული საყურე-ჩანგლით დადის. მოროშკინა ამბობს, რომ სამკაული აჩუქეს.

ინციდენტი, რომლის ასოციაციასაც დანახვისთანავე იწვევს მოროშკინას საყურე, 2011 წლის დეკემბერში "ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს მოხდა. გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელს თაკო ფხაკაძეს მოროშკინა ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფხაკაძის თქმით, მოროშკინას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ "პრაიმ ტაიმის" "ყველაზე უგემოვნო ქალის" ნომინაციაში მოხვდა. ფხაკაძე ყვებოდა, რომ მოროშკინამ მას ყელში ჩანგალი ჩაარტყა და ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ "ჩანგალი ბლაგვი აღმოჩნდა".

თავად მოროშკინა აცხადებდა, რომ ფხაკაძემ მას პროვოკაცია მოუწყო. "მე დავინახე როგორ ქირქილებდა თაკო ფხაკაძე ჩემზე და ამის გამო მუშტი მოხვდა ყბაში", - აღნიშნა მოროშკინამ. ჟურნალისტი ჯერ პოლიციაში დაკითხეს, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს. სასამართლომ მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. საპყრობილის დატოვების შემდეგ კი, ჟურნალისტმა წიგნი - "გისოსებს მიღმა საქართველოა" დაწერა.

როგორც ჩანს, ამ ინციდენტის შემდეგ, ჩანგალმა მოროშკინას ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მაშინდელი მრჩეველი მოროშკინა სტუდიაში კისერზე ჯვართან ერთად დაკიდებული ჩანგლით მივიდა.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია