"იმ ღამესაც დიდხანს ჩხუბობდნენ... ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი" - ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი სასტიკი მკვლელობით დასრულდა

"იმ ღამესაც დიდხანს ჩხუბობდნენ... ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი" - ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი სასტიკი მკვლელობით დასრულდა

13 აპრილს, ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 35 წლამდე ასაკის მეუღლეს ყელში სასიკვდილო ჭრილობები სამი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა. მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის დროს მოხდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში ოჯახის მეზობელი ყვება, ტრაგედიამდეც არაერთხელ გაუგიათ დაპირისპირების და ჩხუბის ხმა: "ახლა ვნანობთ ყველანი, პირადად მე, თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ მესმოდა ეს ყველაფერი და თვალს ვხუჭავდი, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო... რას ვიფიქრებდით, რომ სასიკვდილოდ გაიმეტებდა, თუმცა ახლა ვნანობთ ყველანი, ნეტა რამე გვეღონა, რომელიმეს გაგვერისკა და პატრული გამოგვეძახა...

...იმ ღამესაც ძალიან დიდხანს ჩხუბობდნენ, ბავშვების ტირილიც გვესმოდა. ქმარი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. არა და არ შეწყდა საზარელი ხმები და ბოლოს გაირკვა, რომ ბავშვების თვალწინ გამოუჭრია ყელი, ის საცოდავი გოგო ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვები 14, 6 და 2 წლის არიან. უფროსი განსაკუთრებით მძიმე დღეშია, სახელმწიფოს ალბათ აქვს რაიმე სამსახური, რომელიც ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს. მათ ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ", - ამბობს ინტერვიუში ოჯახის მეზობელი. 

წაიკითხეთ ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ