ხვალ, საცეკვაო სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სამიტს გამართავენ

ხვალ, საცეკვაო სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სამიტს გამართავენ

ხვალ, 12:00 საათზე, სპორტის ახალ სასახლეში, საცეკვაო სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები სამიტს გამართავენ. სამიტი 16-17 აპრილს დაგეგმილი თბილისის საცეკვაო სპორტისა და ჩერლიდინგის საერთაშორიო ოლიმპიადის ფარგლებში იმართება, სადაც 3 000-მდე ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის შშპ პირები მთელი საქართველოდან.

სამიტს 7 ქვეყნის სპორტული ორგანიზაციების ხელმძღავნელები, თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენელბი დაესწრებიან.

სამიტზე, იმსჯელებენ მასობრივი და ესთეტიკური, სპორტის ახალი სახეობების პოპულარიზაციაზე, მის განვითარების გზებსა და ხელშეწყობაზე, ცეკვის (IDO)-სა და ასევე ჩერლიდინგის საერთაშორისო ( ICU) ორგანიზაციების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერის საკთხებზე, რათა მოხდეს მასობრივი სპორტის საქართველოში უფრო აქტიურად დანერგვა, აქტიური ჩართულობა ევროპის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში გამართულ საერთაშორისო სპორტულ ჩემპიონატებსა და ტურნირებში.

სამიტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი, სპორტული და კულტურული ცხოვრების წესის დანერგვის და ქალთა სპორტული ჯგუფების ხელშეწყობა, მეტი შესაძლებლობების მიცემა ქართველ ახალგაზრდებს, ასევე ჩერლიდინგის, როგორც ერთ-ერთი აქტიური სპორტული მიმართულების განვითარება საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან ქართველი მონაწილეები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩართონ, ასევე თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ ოლიმპიადაზე სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეები გამოგზავნონ.

საკონტაქტო:

ლელა კიკალეშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო