ნუკრი ქანთარია ”ნაციონალებს” - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს და გამავრცელებლებს, რადგან ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ

ნუკრი ქანთარია ”ნაციონალებს” - ეშინოდეთ თქვენს რეჟისორებს, ოპერატორებს და გამავრცელებლებს, რადგან ადრე თუ გვიან ქვეყანაში ჩამოათრევენ

უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს, მთლიანად პრობლემას ვერ მოხსნის და ემსახურება იმას, რომ რაღაც გამოსავალი ინახოს.

ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი, პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს.

ნუკრი ქანთარიამ პირადი ცხოვრებაში ამსახველი კადრების გადაღებაში და გავრცელებაში ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, იმ პრობლემას, რასაც მათ ჩაუყარეს საფუძველი, მთლიანად ვერ მოხსნიან.

”მთლიანად ვერ მოვხსნით, მაგრამ მაინც გარკვეული შიში ჰქონდეს იმ თქვენს რეჟისორებს, ასისტენტებს, ოპერატორებს თუ გამავრცელებლებს, რომ ადრე თუ გვიან, ნამდვილად რომ მიუკაკუნებენ, გამოათრევენ და ჩამოათრევენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფრო მეტხანს ყოფნის საშუალება მიეცეთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეს საბოლოოდ გააქრობს იმ მადას, რომელიც თქვენს კოლეგებს, გაბნეულს სხვადასხვა ქვეყანაში, აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორი ოდესაშია”, - განაცხადა ქანთარიამ.

მისივე თქმით, წლების წინ, ”სასტიკ საქართველოში” ადამიანებს მოუვიდათ თავში, რომ ხალხის მართვა გაცილებით იოლია ბოთლებით, ცოცხებით...

”მაგრამ, მათ მოუვიდათ თავში, რომ გაცილებით უკეთესია, თუ აჩვენებთ კადრებს ადამიანს და ეტყვით, აი რაც აქ არის, ის მოგივა შენ, ან შენი ოჯახის წევრებს, ან რაც გაგიკეთებია, ამას გამოვიტან საჯაროდ, თუ შენ ალიკაპს არ აიკრავ. საკმაოდ კარგად ასრულებდით ამ მოვალეობებს და შეიქმნა მართლაც მთელი ინდუსტრია ერთი მხრივ, საშინელებათა და მეორე მხრივ პორნო ინდუსტრია”, -განაცხადა ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."