როგორ მოვიქცეთ, თუ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაცია პრობლემური სესხის ამოღებას ჩვენი შანტაჟითა და დაშინებით ცდილობს

როგორ მოვიქცეთ, თუ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაცია პრობლემური სესხის ამოღებას ჩვენი შანტაჟითა და დაშინებით ცდილობს

ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა უკონტროლოა, ისინი საკუთარი წესებით მოქმედებენ. არადა, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის ონლაინსესხებით სარგებლობს, რომელსაც საბოლოო ჯამში ვერ ან არ იხდის. როგორც ისინი kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ონლაინსესხების გამცემი კომპანიის წარმომადგენლები მათზე სისტემატიურ ზეწოლას ახორციელებენ და თაღლითობისათვის პასუხისმგებაში მიცემით, ასევე, სახლში მისვლითა და ნივთების წაღებით ემუქრებიან.

ასეთი ტიპის ზეწოლა სამართლებრივად გაუცნობიერებელ მოქალაქეებზე ზეგავლენას ახდენს, რაც ხშირად მათი სასოწარკვეთილებისა და დეპრესიის მიზეზი ხდება.

რა უნდა იცოდეს ონლაინსესხების მომხმარებელმა და რა სახის კანონდარღვევებთან გვაქვს საქმე? - ამაზე kvirispalitra.ge საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ადვოკატ ზურაბ კოპალიანს ესაუბრა.

- რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს სესხის გამცემ კომპანიებს თანხის ამოღებისთვის და როგორ უნდა დაიცვას თავი მსესხებელმა ზეწოლისა და ზედმეტი თანხის გადახდისგან?

- როდესაც ოლნაინკრედიტორები აფორმებენ ხელშეკრულებას მსესხებელთან, ხელშეკრულებაში მითითბულია დავის გადაწყვეტის წესი, რომელიც ითვალისწინებს მიმართვას სასამართლოსათვის, არბიტრაჟისათვისთვის, აღსრულებისათვის და კატეგორიულად გამორიცხვას თვითნებურად ზეწოლის მოხდენას და ამ მეთოდით თანხის ამოღებას... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია