აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საცხობების დიდი ნაწილი სხვადასხვა ცომეულის მომზადებას აჩერებს და პასკების გაყიდვას იწყებს.
პასკებს საქართველოში ბევრი საკონდიტრო ამზადებს, თუმცა, იტალიური რესტორნის კონდიტრების მიერ გამომცხვარი "პანეტონე" იშვიათი სიამოვნებაა. ეს აღსანიშნავი სიახლეა - "ჩი გუსტა!" სააღდგომოდ თბილისში პანეტონეს მომზადებას იწყებს. პანეტონეს ისტორია მილანიდან იწყება და აღნიშნული დესერტი ქალაქ მილანის სიმბოლოცაა.
სიტყვა პანეტონე "პან დე ტონი"-დან მოდის. ისტორიის მიხედვით, ლუდოვიკო მოროს სამზარეულოში ტონი მზარეულის დამხმარე იყო. შობის ღამეს, მთავარმა მზარეულმა მთავარი დესერტი დაწვა და ტონიმ მის გადასარჩენად გადადებული საკუთარი ტკბილეულის მარაგი გაიღო. მან ახალი ცომი კვერცხით, შაქრით, ქიშმიშითა და ჩირით მოზილა. დესერტმა იმ ღამეს შესანიშნავი შეფასება დაიმსახურა და ლუდოვიკო მორომ მზარეულის პატარა დამხმარის საპატივცემულოდ, დესერტს "პან დე ტონი" დაარქვა. სწორედ აღნიშნულ დესერტს შესთავაზებს იტალიური ბრენდი ქართველ მომხმარებელს. "ჩი გუსტა!" სააღდგომოდ პანეტონეს წარმოებას იწყებს!
ეკატერინე ბუაძე, "ჩი გუსტა!"- ს მენეჯერი: "წელიწადზე მეტია, რაც "ჩი გუსტა!"-ს ბრენდი საქართველოშია წარმოდგენილი. პირველი ობიექტი ჭავჭავაძის #7-ში "ბიბლუსი გალერიში" 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა. ცოტა ხნის წინ კი, მეორე კაფე, ვაჟა-ფშაველას 47-ში მდებარე "ბიბლუსის" ფილიალში განთავსდა. შარშან, სააღდგომოდ, "ჩი გუსტა!"-ს სტუმრებს პანეტონეთი გავუმასპინძლდით. მომხმარებლები ამ პროდუქტით დაინტერესდნენ და გული დაწყდათ, რომ დესერტი არ იყიდებოდა. წელს გადავწყვიტეთ მათთვის ეს შეთავაზება გაგვეკეთებინა და პანეტონეს წარმოებას ვიწყებთ.
- როდიდან შეძლებენ მომხმარებლები "ჩი გუსტა!"-ში პანეტონეს შეძენას?
- 18 აპრილიდან ჭავჭავაძის 7-ში და ვაჟა-ფშაველას 47-ში მდებარე "ჩი გუსტა!"-ს ობიექტებში პასკები გაიყიდება. ეს იქნება კლასიკური, ქიშმიშიანი პანეტონე. შეთავაზებაში გვექნება სამი ზომის პასკა - კილოგრამიანი, 800 და 500 გრამიანი. ფასები შესაბამისად - 15, 12 და 8 ლარი იქნება.
- შესაძლებელი იქნება თუ არა წინასწარ შეკვეთების მიღება?
- დიახ, მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე მობრძანდნენ და შეკვეთა გააკეთონ. სურვილის შემთხვევაში, მათ პანეტონეს ქიშმიშის გარეშე, ან ცუკატებით დავუმზადებთ. დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ "ჩი გუსტა!"-ს ნომერზე 577 01 29 48. შესაძლებელია ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობაც. პანეტონეს ადგილზე მიტანა "ფუდპანდას" საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ნატალია დადიანი, AMBEBI.GE