ახალი სახეები „ქართულ ოცნებაში“ - პრემიერის ინფორმაციით, გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს

ახალი სახეები „ქართულ ოცნებაში“ - პრემიერის ინფორმაციით, გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს

თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს "ქართული ოცნების" რიგებში, მაგრამ ეს ვინმეს წვლილის იგნორირებას არ გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, "ქართული ოცნების" გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს.

"უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლის შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ცვლილებები სახეზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ყველაფრით კმაყოფილია.

"არის მიმართულებები, სადაც შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო და სწორედ ამიტომ დღეს იქნება ახალი გუნდი, ახალი ამოცანებით და დღის წესრიგით. ვფიქრობთ, ეს მეტ იმპულსს მისცემს საქართველოს შემდგომ განვითარებას. მთავარი კრიტერიუმები, რომელიც იქნება ახალი გუნდისთვის, ეს იქნება გულწრფელობა მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს იქნება გახსნილობა და პროფესიონალიზმი. ამ კრიტერიუმებით შეირჩევა გუნდი, რომელიც იმ მნიშვნელოვან ამოცანებს შეასრულებს, რაც დასახული გვაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."