თბილისში ძლიერი ქარია - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებებმა იმატა

თბილისში ძლიერი ქარია - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებებმა იმატა

ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გამოძახებებმა იმატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად ხეების წაქცევასა და ავტომანქანების დაზიანებას ეხება.

თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევები მძიმე არ არის და დაშავებულიც არავინაა.

მათივე ინფორმაციით, დილიდან სამი გამოძახება იყო - გლდანში, დიდუბეში და ვაჟა-ფშაველაზე, სადაც 3 მანქანაა დაზიანებული, თუმცა დაშავებული არავინ არის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია